კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ახალქალაქში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
23 დეკემბერი, 2023
პროკურორებმა მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ახალქალაქში, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის დამსწრეებს დეტალურად განემარტათ სამართლებრივი საკითხები ახალ კანონთან დაკავშირებით, რომლის მიზანს იმ ათასობით მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება წარმოადგენს, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრეს. ამნისტიის კანონის გამოყენებით პირი ნასამართლევად არ ჩაითვლება.
კერძოდ, პროკურორებმა მოსახლეობას დეტალურად გააცნეს კანონის ინიცირების მიზანი, ასევე განუმარტეს, თუ რა ტიპის მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება კანონი. საუბარი შეეხო იმ ვადებსა და პროცედურულ საკითხებსაც, რომელიც პირთა მიერ ზიანის ანაზღაურების მიზნით სახელმწიფოსთვის მიწის ნაკვეთების დაბრუნებასთანაა დაკავშირებული.
შეხვედრის დამსწრეებმა პროკურორებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
დეტალური ინფორმაცია სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის შესახებ იხილეთ აქ.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შ... ...
14 ივნისი, 2025
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტრ... ...
14 ივნისი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულებს 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავე... ...
13 ივნისი, 2025