კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა და ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
30 დეკემბერი, 2023
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, მცხეთის რაიონული პროკურორი დავით ყაზარაშვილი და პროკურატურის წარმომადგენლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს პროკურატურის თანამშრომლების სახელით საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ნათია მერებაშვილმა ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად სამზარეულოს ტექნიკა, ტელევიზორი, საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცა.
ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა პროკურატურის წარმომადგენლებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებ... ...
08 მაისი, 2025
პროკურატურამ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგ... ...
07 მაისი, 2025
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს... ...
05 მაისი, 2025