კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა​

11 მარტი, 2024

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა ნაწილი გასაღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან და ასევე სხვადასხვა ლოკაციებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - ,,კოკაინი”, „მდმა“, „მარიხუანა“, „ექსტაზი” „ლსდ“, ,,პსილოციბინი”, ,,ალფა პვპ", "მეფედრონი" და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მცდელობა და მომზადება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდებ... ...

19 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიე... ...

18 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭ... ...

16 მაისი, 2025