|
|
|
|
 |
|
ვაკანსიები |
|
|
|
|
საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოხვედრა ყველაზე ეფექტური და გამჭვირვალე გზის საშუალებით არის შესაძლებელი.
პრინციპი საკმაოდ მარტივია. კონკურსანტი რამდენიმე ეტაპს გადის, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის ხდება სტაჟიორი. შემდეგი ერთი წლის მანძილზე, სტაჟიორი მუშაობას იწყებს პროკურატურის სისტემაში და პარალელურად ღებულობს ანაზღაურებას. ერთწლიანი მუშაობის დასასრულს, სტაჟიორებთან გასაუბრება და გამარჯვებულის ვაკანტურ ადგილზე დანიშვნა ხდება.
პროკურატურაში სტაჟიორთა მისაღები პირველი კონკურსი 2005 წლის იანვარში ჩატარდა. მაშინ, კონკურსის გზით, შერჩეული იქნა 39 სტაჟიორი.
მეორე კონკურსი 2006 წლის იანვარში ჩატარდა და იგი სიახლესაც შეიცავდა. კონკურსანტებმა ასევე ჩააბარეს ფსიქომეტრული ტესტი, რომელიც პიროვნების შესწავლას ისახავს მიზნად. კონკურსში გასულმა ყველა სტაჟიორმა სამდღიანი პრაქტიკული კურსი გაიარა, რომელსაც ქართველი და ამერიკელი ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ.
საქართველოს პროკურატურა მზად არის ტრადიციად აქციოს პროკურატურის სისტემაში მუშაობის დაწყების მსურველთა კონკურსის გზით მიღება.
|
|
|
|
0133 თბილისი, გორგასლის ქ. 24; ტელ.: 40 51 11; ფაქსი: 40 51 93
|
|
|