|
|
|
|
 |
|
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა <ბრ>საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა |
|
|
|
|
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისათვის, ამ დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დანაშაულის ეფექტური დევნისათვის საქართველოში დინამიურად ხორციელდება საქმიანობათა მთელი რიგი როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ეფექტური იმპლემენტაციის კუთხით.
საქართველოს გენერალური პროკურატურის აქტიური მონაწილეობითა და ხელშეწყობით განხორციელებული საქმიანობა მიმართულია საქართველოში ტრეფიკინგის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისი სტანდარტების ჩამოყალიბებასა და მათი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაზე, კერძოდ:
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში
2006 წლის 28 აპრილს, 20 ივნისსა და 25 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით გაიზარდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის ჩადენისათვის დაწესებული სანქციები და დაწესდა იურიდიული პირის პასუხისმგებლობა.
|
|
|
0133 თბილისი, გორგასლის ქ. 24; ტელ.: 40 51 11; ფაქსი: 40 51 93
|
|
|