|
|
|
|
 |
|
ექსტრადიცია |
|
|
|
|
საიტის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ საერთაშორისო ურთერთობათა სამმართველოს ექსტრადიციასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის მნიშვნელოვან დოკუმენტებს.
|
|
სამმართველოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ექსტრადიციის შესახებ უცხო სახელმწიფოთა შუამდგომლობების განხილვა და გადაწყვეტილების მომზადება. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციისათვის საჭირო მასალებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების მომზადება და მათი გადაგზავნა დანიშნულებისამებრ. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გადაცემის შესახებ დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში, სამმართველო მხარს უჭერს ექსტრადიციის შესახებ გენერალური პროკურორის დადგენილების კანონიერებას თბილისის საქალაქო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
|
|
|
|
0133 თბილისი, გორგასლის ქ. 24; ტელ.: 40 51 11; ფაქსი: 40 51 93
|
|
|