”პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის (ზ) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პროკურატურა ”კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას”. ამ კონტექსტში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგება, საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადება და სრულყოფა.

ამ ზოგადი მიზნების მისაღწევად, საქართველის გენერალური პროკურატურის აპარატის ორგანიზაციულ-ანალიტიკური სამმართველოს ფუნქციების უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, კვლევა და ანალიზი.

გენერალური პროკურატურის ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2005 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. რომლის მიხედვითაც, რადიკალურად შეიკვეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იმავდროულად, გაიზარდა საპროკურორო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საგამოძიებო ორგანოთა რიცხვი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. სისხლისსმართლებრივი დევნა პროცესის ყველა სტადიაზე გახდა პროკურატურის უმთავრესი და ექსკლუზიური ფუნქცია.




თანდართული ფაილები:
 
Click to open   2006 წლის პირველი 6 თვის განვრცობილი სტატისტიკა
 
Click to open   2006 წლის 6 თვის რეზიუმე
 
Click to open   ბოლო 16 თვის დანაშაულის მონაცემთა დინამიკა
 
Click to open   2007 წლის 6 თვის ანალიტიკური კვლევა
 
Click to open   2007 წლის ივლისი-აგვისტოს ანალიტიკური კვლევა
 
Click to open   2007 წლის 9 თვის ანალიტიკური კვლევა
 
Click to open   2007 წლის ოქტომბრის თვის შედარებითი სტატისტიკური ანალიზი
 
Click to open   2007 წლის ნოემბრის თვის შედარებითი სტატისტიკური ანალიზი
 
Click to open   სტატისტიკური ანალიზი საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მათი მსჯავრდების შესახებ
 

 

0133 თბილისი, გორგასლის ქ. 24; ტელ.: 40 51 11; ფაქსი: 40 51 93

blog counter