|
|
|
|
 |
|
პროკურატურის რეფორმის სტრატეგია |
|
|
|
|
საქართველოს პროკურატურის რეფორმა განუყოფელი ნაწილია საერთო რეფორმის სტრატეგიისა, რომელიც შემუშავებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის #914 განკარგულებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ. იგი 9 მიმართულებას მოიცავს : სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, სახალხო დამცველი, ადვოკატურა, უფასო იურიდიული დახმარება, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კანონმდებლობა, სასჯელაღსრულება.
საქართველოს პროკურატურის რეფორმის სტრატეგია შემდეგ ძირითად მიმართულებს მოიცავს:
1) პროკურატურის საკონსტიტუციო სტატუსი, რომელიც განსაზღვრული იყო კონსტიტუციის ამჟამად გაუქმებული 90-ე მუხლით და დღესდღეობითაც დაზუსტებას საჭიროებს;
2) პროკურატურის სტრუქტურაში პროკურატურის საბჭოს შექმნა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სტაჟირების კონკურსის ჩატარების, დანიშვნისა და ატესტაციის საკითხებს, ასევე კურირებს ეთიკის კოდექსის შესრულებასა და დისციპლინარულ დევნას;
3) სისხლის სამართლის პროცესში დევნის დისკრეციულობისა და ადგილზე გადაწყვეტილების მიღებაში მეტი ავტონომიის მინიჭება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პროკურორის მუშაობის ეფექტურობას;
4) ერთიანი სტატისტიკური და ანალიტიკური სამსახურის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შესძლებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ფონის განსაზღვრას, მის ანალიზს და დაეხმარება საქართველოს გენერალურ პროკურორს სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში;
|
|
|
0133 თბილისი, გორგასლის ქ. 24; ტელ.: 40 51 11; ფაქსი: 40 51 93
|
|
|