სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი

საქართველოს გენერალური პროკურატურა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმებში.

ეს ინტერესი თავისთავად გასაგებია – სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა წარმოადგენს “სამუშაო განაწესს” პროკურატურისათვის და მისი მუშაკებისათვის, ადგენს იმ “თამაშის წესებს”, რომელთა ფარგლებში საქართველოს პროკურარტურა ემსხაურება საზოგადოებრივ და საჯარო ინტერესებს, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების გზით.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი, რომელზედაც მუშაობა მიმდინარეობდა უკვე 3 წლის განმავლობაში, წარმოადგენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის ამოსავალ წერტილს. დოკუმენტში, რომელიც დღევანდელ კოდექსთან შედარებით ორჯერ ნაკლები მოცულობისაა, კომპაქტურად არის თავმოყრილი სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი პრინციპები და ბერკეტები.

სხვადასხვა ეტაპზე, კოდექსზე მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამთავრობო უწყებათა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატის პროფესიის წარმომადგენლებმა, ასევე წამყვანმა საერთაშორისო ექსპერტებმა. სწორედ ამგვარი წარმომადგენლობითი მონაწილეობის წყალობით, საპროცესო კოდექსის პროექტს ერთიან სისტემაში მოჰყავს მსოფლიოს წამყვანი სამართლებრივი სისტემების პრინციპები და პროცედურები.





თანდართული ფაილები:
 
Click to open   ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი
 
Click to open   განმარტებითი ბარათი საპროცესო კოდექსზე
 
Click to open   სისხლის სამართლის საპროცესო კანომდებლობის რეფორმის სტრატეგია (2005)
 
Click to open   სისხლის სამართლის საპროცესო კანომდებლობის რეფორმა – სამოქმედო გეგმა
 

 



0133 თბილისი, გორგასლის ქ. 24; ტელ.: 40 51 11; ფაქსი: 40 51 93

blog counter