|
|
|
|
 |
|
საკადრო რეფორმები და სახელფასო განაკვეთები |
|
|
|
|
2004 წლის 30 ივნისს გაუქმდა პროკურატურის სპეციალიზირებული ორგანოები (სამხედრო, სატრანსპორტო და სასჯელის მოხდის ადგილებში კანონიერებაზე ზედამხედველობის პროკურატურები).
2004 წლის 26 აგვისტოს გამსხვილდა რაიონული პროკურატურები (ნაცვლად მოქმედი 70 რაიონული პროკურატურისა შეიქმნა 30 რაიონული პროკურატურა).
10 საოლქო პროკურატურის სანაცვლოდ შეიქმნა 8 საოლქო პროკურატურა, რითაც მოხდა საშტატო ერთეულების დაზოგვა და საოლქო პროკურატურები უფრო ცენტრალიზებული გახდა.
2004 და 2005 წლის განმავლობაში განხორციელებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციის შედეგად, 1496 საშტატო ერთეული 851-მდე შემცირდა. შედეგად, შესაძლებელი გახდა პროკურატურის მუშაკთა ხელფასის ზრდა, რაც საერთო ჯამში დადებითად მოქმედებს პროკურატურის მუშაკთა შრომის ეფექტურობაზე და მოტივირებულობაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, პროკურატურის მაპროფირებელი მიმართულებით მომუშავე მუშაკის მინიმალური ხელფასი შეადგენდა 1030 ლარს, ხოლო მაქსიმალური 3300 ლარს.
|
|
|
0133 თბილისი, გორგასლის ქ. 24; ტელ.: 40 51 11; ფაქსი: 40 51 93
|
|
|