მიმდინარეწლისპირველიცხრათვისგანმავლობაშისაქართველოშირეგისტრირებულია 42767 დანაშაული, რაცწინაწლისიმავეპერიოდისმონაცემთან (43905) შედარებით 1138 ერთეულითნაკლებია. შესაბამისად, 2008 წელს 2007 წელთანშედარებითაღინიშნებარეგისტრირებულიდანაშაულისკლება (2.6%-ით).
კვლავ გრძელდება სემინარების ციკლი ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 10 - 11 ოქტომბერს ტრენინგი ამჯერად ზუგდიდში ჩატარდა. სემინარები ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც უძღვება: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ბატონი როჯერ კელერი.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში რეგისტრირებულია 28698 დანაშაული, რაც 2007 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან (29687) შედარებით 989 ერთეულით ნაკლებია. შესაბამისად, 2008 წელს წინა წელთან შედარებით აღინიშნება რეგისტრირებული დანაშაულის კლება (3.3%-ით).
2008 წლის 23 ივლისს საფრანგეთის პოლიციამ ძებნილი მიხეილ ქარელი დააკავა. მიხეილ ქარელი საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ 2007 წლის 29 ნოემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
10-12 ივლისს ბათუმში სემინარი ჩატარდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში, ძველი თბილისის პროკურატურის ინიციატივითა და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, 2008 წლის 28 ივნისს თბილისის 150-ე საჯარო სკოლის მეათე კლასიის მოსწავლეებთან შეხვედრა შედგა.
26-28 ივნისს სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში ჩატარდა სემინარი ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით 12-13 ივნისს, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ჩატარდა სემინარი ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მცხეთის რაიონული პროკურატურის ინიციატივით და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, 31 მაისს მცხეთაში ფეხბურთის ჩემპიონატი გაიხსნა.
2008 წლის აპრილში რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (2427) ფიქსირდება თბილისში, შემდეგ დასავლეთ საქართველოში (518). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (70) კი - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში.
მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში რეგისტრირებულია 14043 დანაშაული, რაც 2007 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან (16703) შედარებით 2660 ერთეულით ნაკლებია. შესაბამისად, 2008 წლის I კვარტალში წინა წელთან შედარებით აღინიშნება რეგისტრირებული დანაშაულის კლება (15.9%-ით).
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში რეგისტრირებულია 4670 დანაშაული, რაც წინა თვის მონაცემთან (5111) შედარებით 441 ერთეულით ნაკლებია. შესაბამისად, აპრილში მარტთან შედარებით აღინიშნება რეგისტრირებული დანაშაულის კლება (8.6%-ით).
საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მცხეთის რაიონული პროკურატურის ინიციატივით და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, 31 მაისს მცხეთაში ფეხბურთის ჩემპიონატი გაიხსნა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები გარიგებებს სთავაზობენ მსჯავრდებულებისა და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა ახლობლებს და არჩევნებში მხარდამჭერთა მობილიზების გარანტიის მიღებით პატიმრის გათავისუფლებას პირდებიან.
მცხეთის რაიონის პროკურატურის თანამშრომლები 2008 წლის 26 აპრილს ძეგვის ბავშვთა თავშესაფარს ეწვივნენ. საქველმოქმედო აქცია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ" "საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში აღდგომის წინა დღეს ერთობლივად განახორციელეს.
,,საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის პროექტის" ფარგლებში 2008 წლის 15-16 აპრილს ქ. ახმეტასა და ქ. თელავში ჩატარდა სასკოლო ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?"
შინდისის საჯარო სკოლის ეზოში გენერალური პროკურატურის ინიციატივით 2008 წლის 12 აპრილს გამწვანების აქცია მოეწყო. საგაზაფხოლო სამუშაოებში მონაწილეობა გენერალურმა პროკურორმაც მიიღო. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკა ტყეშელაშვილმა მოსწავლეებთან ერთად წიწვოვანი ხეები და დეკორატიული ბუჩქები დარგო.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით 20 - 21 მარტს მცხეთის რაიონულ პროკურატურაში ჩატარდა სემინარი ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის პროექტის ფარგლებში ახმეტის რაიონში 22 მარტს ჩატარდა რეგიონული ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში. შეჯიბრში ეგიდით ,,ახალგაზრდები ნარკომანიის წინააღმდეგ" მონაწილეობა მიიღო კახეთის ყველა რაიონის გუნდმა.
,,საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადებული იქნა კონკურსი სისხლის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩასატარებლად.
საქართველოს გენერალური პროკურატურა ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს” აქტიური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "საზოგადოებრივი პროკურატურა", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის, როგორც დანაშაულის პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს პოპულარიზაციას.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, 5-6 მარტს დაბა გუდაურში ჩატარდა სემინარი ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ სისხლისამართალწარმოების წარმართვის შესახებ.
მიმდინარე წლის 27 თებერვალს, როგორც ეს იყო დაგეგმილი, პარიზის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო პალატაში გაიმართა ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი, რომელზეც არ მომხდარა ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციის საკითხის არსებითი განხილვა. აღნიშნული სხდომა დაეთმო მხარეებს შორის დამატებითი დოკუმენტების გაცვლას, რაც საფრანგეთის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
2008 წლის 9 იანვარს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნისა და ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე საფრანგეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა ირაკლი ოქრუაშვილი პარიზის აეროპორტში დააკავეს.
2007 წელს ქ. თბილისის პროკურატურის ორგანოებში შრომატევადი მუშაობა ჩატარდა დედაქალაქში კანონიერების განმტკიცების, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის, გამოძიების ხარისხისა და საპროკურორო მუშაობის გაუმჯობესების კუთხით. პროკურატურისა და პოლიციის კოორდინირებული მუშაობა და გატარებული ქმედითი ღონისძიებები აისახა დამნაშავეობასთან ბრძოლის გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე.
დღეს, 24 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მიმართა წინადადებით საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერიან გელბახიანის დაკავების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის და პირადი ჩხრეკის, ასევე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე თანხმობის მისაღებად.
დღეს, 22 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად) ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული ვალერი გელბახიანი.
2008 წლის 14 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას ბრალდებული არკადი პატარკაციშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.
2007 წლის 14-16 დეკემბერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ და საქართველოს პროკურატურამ ორგანიზება გაუწიეს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოძიების თავისებურებებთან დაკავშირებული სასწავლო კურსის ჩატარებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში 2007 წლის 17 დეკემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე.
მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში რეგისტრირებულია 4359 დანაშაული, რაც 2006 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან (5719) შედარებით 1360 ერთეულით ნაკლებია. შესაბამისად, 2007 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით აღინიშნება რეგისტრირებული დანაშაულის მნიშვნელოვანი კლება (23,8%).
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის 2007 წლის 3 დეკემბრის #723 განკარგულებით, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება 2007 წლის 22 დეკემბერს.
2006 წლის მესამე კვარტლისა და 2007 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა (16421), ხოლო ყველაზე დაბალი (14014) - 2007 წლის მესამე კვარტალში. შესაბამისად, 2007 წელს აღინიშნება რეგისტრირებული დანაშაულის კლება.
საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეგისტრირებულია 14014 დანაშაული, რაც 2006 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან (16421) შედარებით 2407 ერთეულით ნაკლებია. შესაბამისად, 2007 წელის მესამე კვარტალში აღინიშნება რეგისტრირებული დანაშაულის მნიშვნელოვანი კლება (14,7%)
საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის ოქტომბერში რეგისტრირებულია 4832 დანაშაული, რაც 2006 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან (5789) შედარებით 957 ერთეულით ნაკლებია, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის საშუალო თვიურ მონაცემთან (4878) შედარებით 46 ერთეულით ნაკლები. შესაბამისად, 2007 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით აღინიშნება რეგისტრირებული დანაშაულის მნიშვნელოვანი კლება (16,5%).
''საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს კონკურსს საქართველოს პროკურატურაში შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს შალვა ნათელაშვილი სამედიცინო მკურნალობას გადის არასტაციონარულ პირობებში, რაც განპირობებულია მისი დაპატიმრების საფრთხით, საქართველოს გენერალური პროკურატურა განმარტავს, რომ დაპატიმრების საფრთხე შალვა ნათელაშვილს არ ემუქრება,
2007 წლის 7 ნოემბერს არკადი პატარკაციშვილი ცნობილი იქნა ეჭვმიტანილად დანაშაულში, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად.
ჯაშუშობა და შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად – ეს ის ბრალდებებია, რომელსაც გამოძიება ლეიბორისტული პარტიის ლიდერს და ცოტნე გამსახურდიას წაუყენებს. შსს-ს მიერ გავრცელებული ჩანაწერები მათ წინააღმდეგ ერთ-ერთი მტკიცებულება იქნება.
6 ნოემბერს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას მიაწოდა განმარტებები 5 ნოემბერს ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
დავით ჯიბღაშვილისა და ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელის ნანა ლეჟავას სატელეფონო საუბრისას გახმიანებული დეტალების დაზუსტების მიზნით გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა დავით ჯიბღაშვილი.
ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს 2007 წლის 8 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 10 მილიონი ლარის ოდენობით. გირაოს გადახდის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდა წინასწარი პატიმრობიდან.
ამა წლის 26 ოქტომბერს ბრალდებულმა მიხეილ ქარელმა შუამდგომლობით მიმართა გამოძიებას და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. აღნიშნულის საფუძველზე იგი დაიკითხა მისი ადვოკატების ჩოჩიშვილისა და ქანაშვილის მონაწილეობით.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მოწმე ჯემალ სვანიძის შვილი განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ სვანიძე სასამართლო დარბაზიდან მამის “სასურველი ჩვენების” სანაცვლოდ გათავისუფლდა, საქართველოს პროკურატურა განმარტავს:
რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, იმ კანონდარღვევათა შესახებ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთა მიერაა ჩადენილი და გამოიკვეთა გამოძიების პროცესში.
ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ საპატიმრო პირობებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის # 7 საპყრობილეში არსებული მდგომარეობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და პატიმართა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს ფინანსათა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და სამხედრო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ერთობლივი საქმიანობის შედეგად გამოვლენილია