|
|
|
|
 |
|
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი |
|
|
|
|
|
|
თავი 1. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კოდექსის მიზანი
1. საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში _ კოდექსი) აყალიბებს პროკურატურის მუშაკთა ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება საჯარო ინტერესს.
2. კოდექსის მიზანია პროკურატურის მუშაკთა ქცევის ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს უწყობენ:
ა) თანამდებობის შესაბამისი პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის პრინციპების განმტკიცებას პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში;
ბ) პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურ განხორციელებას;
გ) ადამიანის უფლებათა დაცვას საყოველთაოდ მიღებული სტანდარტებით;
დ) სამართლიანი, ეფექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას;
ე) მართლმსაჯულების უპირობო და ეფექტური აღსრულების მიზნებისა და ამოცანების შესრულებას;
|
|
|
|
0133 თბილისი, გორგასლის ქ. 24; ტელ.: 40 51 11; ფაქსი: 40 51 93
|
|
|