2008 წლის 9 თვის სტატისტიკური კვლევა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ
მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებულია 42767 დანაშაული, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემთან (43905) შედარებით 1138 ერთეულით ნაკლებია. შესაბამისად, 2008 წელს 2007 წელთან შედარებით აღინიშნება რეგისტრირებული დანაშაულის კლება (2.6%-ით).